25 ნოემბერი – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საეთაშორისო დღეა. „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ ვუერთდებით მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი სტიმულატორია ქალებზე განხორციელებულ ძალადობაში.
სოციალური სტიგმების გამო ძალადობის მსხვერპლნი დუმილს ამჯობინებენ. ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ 22 პროცენტი საუბრობს მათ მიერ გადატანილ ძალადობრივ აქტზე, რაც ართულებს მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევას. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა მწვანეები დუმილს აღვიქვამთ, როგორც გენდერული სიმეტრიისთვისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის უმთვარეს ხელის შემშლელ ფაქტორად. მოძალადისადმი მორჩილება პრობლემას მხოლოდ აღრმავებს.
შემოგვიერთდით ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში !!
-
-
Friday, November 25, 2011
-
Time2:00pm until 5:00pm
-
-
Whereსახალხო დამცველის ოფისი, რამიშვილი 6 (მზიურთან)
video report from the local TV news