საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ადამიანის უფლებების დაცვისთვის!
1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა საერთაშორისო აქტი ადამიანის უფლებებზე. რომლის მიხედვით საზოგადოების თითოეულ წევრს, კანონით მინიჭებული უფლებების გარდა, აქვს ძირითადი, ფუნდამენტური უფლებები. დეკლარაციაში გამოცხადებულია ადამიანის ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის შერჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევბენის მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების ,დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა.შ. დეკლარაციის მიღების დღე 10 დეკემბერი გამოცხადებულია ადამიანის უფლებათა დღედ და საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნება. ყოველ ადამიანს აქვს :რელიგიის, მრწამსის, კრებების და ასოციაციების თავისუფლება. სიცოცხლის, თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა, წამება, სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი ქმედება. ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის ძირითადი დემოკრატიული პრინციპები.
დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული თუ სოციალური წამომავლობისა, წოდებრივი თუ ქონებრივი ცენზისა. ადამიანის უფლებები ყველა კონსტიტუციებსა და კანონმდებლობაზე მაღლა დგას. ადამიანის უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს, უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლე ს და თავისუფლებას. სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა. ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორუფლებიანები. მიუხედავად საერთაშორისო სამართლის არსებობისა, ადამიანთა უფლებების დარღვევა და შეზღუდვა გრძელდება. დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებების დარღვევა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არათავისუფალი მედია, რასიზმი, ქსენოფობია, ჰომოფობია სამწუხაროდ, დღემდე ქართული რეალობის ნაწილია.
დისკრიმინაცია – ადმიანის უფლებათა რაიმე შეზღუდვა სოციალური, რასობრივი, ერვნულიენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკური, რელიგიური ან სხვაგვარ შეხედულებათა, აგრეთვე ქონებრივი, ასაკობრივი, სოციალური ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით.
რასიზმი – ნებისმიერი განსხვავება, გამონაკლისი, შეზღუდვა, ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ნაციონალური ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. ქსენოფობია(ბერძნ: „შიში უცხოელის მიმართ“) – შფოთვა, რომელიც ყოველივე უცხოს მიმართ ნეგატიური სტერეოტიპული დამოკიდებულებებითა და წინასწარ განსჯებით ხასიათდება. სამყაროს ქსენოფობიური აღქმის სოციალური და კულტურული ფენომენებია დაყოფა „ჩვენება“ (კარგებად) და „სხვებად“ (უცხოებად/ცუდებად). სიძულვილის დამთესავი განცხადება – ნებისმიერი განცხადება (ზეპირი თუ წერილობითი), რომელიც მიზნად ისახავას, დათეოსოს სიძულვილი ადამიანის ჯგუფის მიმართ და ეფუძნება ამ ადამიანების გარკვეულ დამახასიათებელ ნიშნებს – რასას, კანის ფერს, რელიგიას, მოქალაქეობას, ეროვნულ წამრმომავლობას თუ სექსუალურ ორიენტაციას. სიძულვილის დამთესავი განცხადება არ თავსდება სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებში და აკრძალულია საერთაშორისო სამართლით!!
ჰომოფობია – შიში ან ზიზღი სექსუალური უმცირესობების, მათი ცხოვრების სტილის ან, ზოგადად, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ.
გაეცანი შენს 30 ძირითად უფლებას :
ჩვენ ყველა დავიბადეთ თავისუფალი და თანასწორი.
ჩვენ ყველას გვაქვს სიცოცხლის უფლება
დისკრიმინაცია დაუშვებელია
მონობა დაუშევებელია
წამებისგან თავისუფლება
სადაც არ უნდა წახვიდე უფლებები თან გდევს
ჩვენ ყველა თანასწორები ვართ კანონის წინაშე
ადამიანის უფლებებს კანონი უნდა იცავდეს
უსამართლო დაკავება დაუშვებელია
გაქვს უფლება სასამართლო პროცესზე
ბრალის დამტკიცებამდე ადამიანი უდანაშაულოა
გაქვს პირადი ცხოვრებიის ხელშეუხებლობის უფლება
გაქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება
გაქვს უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილის უფლება
გაქვს ნაციონალური იდენტობის უფლება
გაქვს ქორწინების და ოჯახის შექმნის უფლება
გაქვს საკუთრების უფლება
გაქვს აზროვნების თავისუფლება
გაქვს გამოხატვის თავისუფლება
გაქვს საჯარო შეკრების უფლება
გაქვს გადაწყვეტილების პროცესში მონაწილების მიღების უფლება
გაქვს სოციალური უსაფრთხოების უფლება
გაქვს სამუშაო უფლება
გაქვს პიროვნული განვითარების უფლება
გაქვს საკვები და თავშესაფარის ქონის უფლება
პასუხისმგებლობა
გაქვს განათლების უფლება
გაქვს საავტორო უფლება
სამართლიანი და თავისუფალი მსოფლიო
არავის შეუძლია ხელყოს შენი უფლება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ქართულად:
http://www.lexilogos.com/declaration/georgien.htm



So the summer has passed, young greens returned to their usual life, office, new plans, conferences, actions. We are still under impression of the “CDN Summer Camp – East-West Bridge. Green Values for South Caucasus”, share some thoughts and remind of those days with smile. Our friends from Europe and near neighborhood send us their impression too. Today I want to share them with you. This time guys form Armenia and Azerbaijan with their feedback!!

Lots of people visited the Open Air Gallery of Green Values held by Georgian Young Greens Together with participants of the CDN Summer Camp “East – West bridge. Green Values for Caucasus”.
On 23-26th April in Maastricht , Netherlands on the General Assembly of FYEG, Georgian Young Greens were elected as full members of Federation of Young European Greens. It is a big step forward towards closer cooperation with our European comrades and a big recognition of the work and efforts of Georgian Young Greens for spread and development of green values in youth work in Georgia.